8.07.2014

ზამთრისთვის მომზადება


როცა ზამთრისთვის ვემზადებით, ძაღლი ხშირად არ უნდა ვაბანაოთ, რადგან ცხიმოვანი სტრუქტურა, რომელიც ბალანის ქვეშ აქვს, სცილდება და, ძაღლი, ფაქტობრივად, შიშველი რჩება. სხვა დანარჩენს ამ პერიოდში ცხოველი თვითონვე ეგუება. თუ ძაღლი ცოტა გამხდარია და ის ეზოს პირობებში გვყავს, მაშინ, შედარებით კალორიული საკვებით უნდა გამოკვებოთ, მაგრამ, არ გადაასუქოთ. თუ ძაღლი ჯანმრთელად არის, მას სიცივე ვერ შეაწუხებს, თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რა ჯიშის ძაღლი გყავთ. მაგალითად, თხელბეწვიანი ძაღლები სიცივეს ვერ იტანენ. თუ ეზოს პირობებში გვყავს ის, მაშინ, აუცილებლად უნდა შევამზადოთ ზამთრისთვის და მაქსიმალურად დავუთბილოთ ადგილსამყოფელი, სადაც ის ცხოვრობს, რათა არ
გაცივდეს ან არ გაიყინო. ინფორმაცია მოძიებულია აქ --> http://tobedogs.com/?p=402

No comments: