9.20.2014

                           


                                                           ფოტო გალერეა





























8.07.2014

ძაღლის ჯიშები

                  ფარაონის მწევარი

faraonis_mwevari_monadirecomფარაონის ძაღლი ძალიან ჰგავს ყურცქვიტა ძაღლებს, რომლებიც ძველეგვიპტურ ფრესკებზეა გამოსახული. ეგვიპტიდან ეს ჯიში ევროპაში ესპანეთის მეშვეობით მოხვდა. ფარაონის ძაღლებს აშენებენ ბალეარის კუნძულებზე.
ფარაონის ძაღლი ძალიან სწრაფი, მოქნილი ძაღლია, კარგად დახტის, აზარტულად მონადირეობს ბორცვებზე, კურდღლებზე, ხოხბებზე. სახლში იგი ალერსიანი და ანცია. ფარაონის ძაღლი მონადირული და კომპანიონი ძაღლია. ფარაონის ძაღლის თავი დაბლაგვებული სოლის ფორმისაა. თავის ქალა გრძელი, მშრალია, მკვეთრი ზოლებით. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა სუსტადაა შესამჩნევი. დრუნჩი თავის ქალაზე ოდნავ გრძელია. ცხვირის ბიბილო სხეულებრივი ფორმისაა, ყბები ღონიერია, თვალები-ოვალური ფორმის, ქარვისფერი, შეფერილობის შესაბამისი. ამ ჯიშის ყურები დიდი, თხელი, საფუძველთან ფართოა, დაკიდებული. ძაღლს ისინი უჭირავს აწეული. ყურები ძალზე მოძრავია. კორპუსი და მშრალი და კოხტაა, თითქმის კვადრატული ფორმატის. კისერი გრძელი, მშრალი და კუთხოვანია. გულმკერდის ქვედა ხაზი არ აღწევს იდაყვების სახსრებს, მკერდის ძვალი გამოწეულია წინ. თეძოები ამობურცულია, ზურგისა და გავის ზედა ხაზი ქმნის თითქმის სწორ ხაზს. ფარაონის ძაღლის კიდურები ტანადია, თათები-ძლიერი, მჭიდროდ შეკრული თითებით, კუდი საკმაოდ სქელია საფუძველთან, თხელდება ბოლოში და ოდნავ მოღუნულია. სიმშვიდისას იგი ჩამოშვებულია და აღწევს სახტომ სახსრებს. მოძრაობისას ძაღლს იგი მაღლა უჭირავს. ბეწვი მოკლე, მჭიდროდ მიკრობილი, ბზინვარე, თხელი და ოდნავ უხეშია.
შეფერილობა: ირმისფერი (მოყვითალო-მოყავისფრო) თეთრი ლაქებით კუდის წვერზე (რაც ძალზე სასურველია), მკერდის წინ (ვარსკვლავი) და თითებზე. დაშვებულია ვიწრო თეთრი ზოლი დრუნჩზე.
სიმაღლე მინდაოში: ხვადი 56-63,5 სმ. ძუ 53-61 სმ.
წონა: დაახლოებით 28 კგ.
ხასიათი: ფარაონის ძაღლის ყოლა შეიძლება ბინაში აქტუალური და ხანგრძლივი სეირნობების პირობების პირობებისას. ბეწვი საჭიროებს რეგულარულ წმენდას ჯაგრისით.


                   ბესენჯი
ძირითადი მონაცემები:
 სამშობლო - ცენტრალური აფრიკა
 ჯიშის გაჩენის დრო - უძველესი ხანა

 გამოყენება - ადრე - ნადირობა

          დღეს - კომპანიონი
  სიცოცხლის ხანგრძლივობა - დაახლოებით 12 წელი 
 სხვა დასახელება - კონგო-ტერიერი, ზანდეს ძაღლი, 
                            ნიამ-ნიამ-ტერიერი, ძაღლი კონგოდან
 წონა - 9,5 - 11 კგ.
 სიმაღლე - 41 - 43 სმ.

მიუხედავად იმისა, რომ ბესებჯის წარმომავლობა უცნობია, მისი მსგავსი ძაღლის გამოსახულებები
ნაპოვნია IV  დინასტიის დროინდელ ეგვიპტურ სამარხეში. დღევანდელი ბასენჯები, არიან 1930 - იანი წლებში ზაირიდან ჩამოყვანილი ძაღლების შთამომავლები.ეს მშვიდი, დახვეწილი ძაღლი თბილი კლიმატის მქონე კონტინენტის აბორიგენია. მისი ჟღალისფერი ბანალი უზრუნველყოფს კარგ კონსფირაციას გარემოსთან, ხოლო თეთრი ლაქები სხეულზე  და მოკლე ბალანი საშუალებას აძლევს ადვილად აიტანოს სიცხე. ეს ფაქტორები, ასევე ის, რომ ნადირის დევნისას ბასენჯი არასდროს ყეფს, განაპირობებს მის მაღალეფექტურობას ნადირობისას. ყეფის ნაცვლად ბასენჯი უცნაურად ყმუის. ბესენჯის ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს შავი თეთრით, ჟღალი თერთრით,შავი, ან ვეფხვისებრი. თავზე აქვს ნაოჭები, რაც გაკვირვებულ გამომეტყველებას აძლევს, მკერდი ზომიერად ღრმა და ფართოა, კისერი საკმაოდ გრძელი და დაკუნთულია, კუდი ზურგისკენაა დახვეული, მუქ - ყავისფერ თვალეფს გამჭოლი მზერა ახასიათებს. ბასენჯი ადვილად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. კარგად ეგუება სიცხეს და ბავშვებს. ძნელად იწვრთნება. ცუდი მოდარაჯეა. ვერ ეგუება სიცივეს.

  ინფორმაცია --> ჩემი "ძაღლების ენციკლოპედიიდან" :)


                                   ბასეტ–ჰაუნდი

ძრითადი მონაცემები:
სამშობლო – საფრანგეთი
ჯიშის გაჩენის დრო – XVI საუკუნე
გამოყენება – ადრე – ბოცვერზე და კურდღელზე ნადირობა,
დღეს – კომპანიონი. მონადირე.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 12 წლამდე
წონა – 18–27 კგ.
სიმაღლე – 33–38 სმ.

 
შესაძლოა  ბასეტ–ჰაუნდი ბლადჰაუნდის შთამომავალია. თუმცა მისი სამშობლო საფრანგეთია, დღეს  იგი პოპულარულია  დიდ ბრიტანეთშც და აშშ–შიც. ხშირად – ჯიუტი, მაგრამ ჩვეულებრივ – ალერსიანი და გულკეთილი, ბასეტი ოდესღაც მშვენიერი მონადირე ძაღლი იყო.       
მას გრძელი გრძელი ყურები ეხმარებოდა სუნის აღებაში, განსაკუთრებით ნესტიან დილას. დღესაც კი ის ბასეტები, რომლებსაც მსუბუქი ძვლები, უფრო გრძელი თათები და უფრო წვრილი სხეული აქვს, მონაწილეობენ საველე გამოცდებში. თუმცა, ტიპიური, ოთახის ბასეტი - მძიმე , გრძელი და დაბალტანიანი ძაღლია. 
ოთახის ბასეტი

          დღეს ბასეტი ანიმატორების და რეკლამის სპეციალისტების ნებიერაა. აშშ-ში  მულტპერსონაჟი ფრედ ბასეტი მხიარული გულკეთილობის სიმბოლოა.  ბასეტ-ჰაუნდის შეფერილობა მოწითალო-ამლაკია ან სამფერი (შავი,წითური,თეთრი). მას კეთილი თვალები, დიდი და გრძელი თავი, მსხვილი კუდი აქვს. ბასეტ-ჰაუნდი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, თავს კარგად გრძნობს როგორც ცხელ, მზიან, ასევე, ცივ კლიმატში, კეთილია ბავშვებთან ურთიერთობისას. ცუდი მოდარაჯეა, ძნელად იწვრთნება.


           ახლა კი შემოგთავაზებთ ბასეტი წამახალისებელ                                                  ფოტოებს!















მგონი კარგად გავერთეთ!!! აბა კარგად! :) 

  ინფორმაცია --> ჩემი "ძაღლების ენციკლოპედიიდან" :)

ძაღლისთვის საშიში პროდუქტები

      საშიში     პროდუქტი,       რომელიც       არასდროს      უნდა       აჭამოთ       ძაღლს

puppies-eatingთქვენს ოთხფეხა მეგობარს ხშირად უზიარებთ თქვენს ულუფას? ეს საშინელი შეცდომაა.
ვეტერინარები ირწმუნებიან, რომ ჩვენს საკვებში შემავალი პროდუქტი არა მარტო ცუდად მოქმედებს ძაღლის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, არამედ შესაძლოა ცხოველი სერიოზულად დააავადოს.
ყველაზე გავრცელებული საშიში პროდუქტი
• ცხიმიანი ხორცი და ქონი, გამანადგურებლად მოქმედებს თქვენი ოთხფეხა მეგობრის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
• მაგარი ძვლები ძაღლის კბილებს ანადგურებს და შესაძლოა ნაწლავის დაზიანებაც გამოიწვიოს.
• ხორცის ფარში ნაწლავში ნახევრად გადამუშავებული ხვდება და შესაძლოა მისი გაღიზიანება გამოიწვიოს.
სახლში ძაღლის ყოფნამ ისე იცის მიჩვევა, რომ ხშირად მას ოჯახის წევრებისგან არ ვანსხვავებთ, მაგრამ ჩვენი საკვების მისთვის გაზიარება, დანაშაულია. თუმცა, როცა არ იცით, ძნელია თავად განსაზღვროთ ძაღლის რაციონი. ამიტომ, ძაღლის კვებასთან დაკავშირებული პრობლემები რომ ავიცილოთ, სჯობს მას მზა საკვები ვაჭამოთ.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ძაღლის საკვები მისი ასაკის შესაბამისად უნდა შევარჩიოთ. ლეკვებს სპეციალური კვება სჭირდებათ, რომელიც გამდიდრებული იქნება ცილებით. 6 თვის ასაკიდან იგი სრულფასოვან კვებაზე უნდა გადავიყვანოთ. მას შემდეგ კი რაც ძაღლი 10-12 წლის გახდება, რეკომენდირებულია ზრდასრული ძაღლისთვის განკუთვნილი საკვები, რომელიც ნაკლები რაოდენობით შეიცავს ცილებს.
ბევრი ძაღლის პატრონი ამაყობს, თუკი სახლში მსუქანი ოთხფეხა მეგობარი ჰყავს. არც ესაა სწორი დამოკიდებულება. ვეტერინარები ირწმუნებიან, რომ ზედმეტი წონა, ძაღლის სიცოცხლეს ამოკლებს, ამიტომ ეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ.
ყურადღება მიაქციეთ ძაღლის აქტივობასაც. იმ ძაღლს, რომელიც კორპუსში ჰყავთ გამოკეტილი, ნაკლებად სჭირდება კვება, ვიდრე მას, რომელიც ეზოში იზრდება და უფრო აქტიურად ცხოვრობს.
ჟურნალი “და ქალი”
(თებერვლის ნომერი)

როგორ უნდა დავგეშოთ სანადირო ძაღლი

       როგორ უნდა დავგეშოთ სანადირო ძაღლი


სანადირო ძაღლების საველე გამოცდებზე, ძლიერ მცირე რაოდენობით გამოდიან, ჩვენი მონადირეები თავიანთი გაწრთვნილი ძაღლებით. ამის მიზეზი ის არის, რომ ბევრმა მათგანმა არ იცის, რომ საველე გამოცდებზე გამოსაყვან ძაღლს არ სჭირდება დიდი მზადება, ხოლო მის მწვრთნელს დიდი ცოდნა.
როგორ უნდა მოვამზადოთ ძაღლი გამოსაცდელად, ანუ გავწვრთნათ და დავგეშოთ ძაღლი?
ვთქვათ, რომ თქვენი ლეკვი უკვე 8-9თვისაა, მან იცის მხოლოდ საყელოზე თასმა წაბმულმა ფეხთან სიარული და დაწოლა თქვენი ნიშნით ან სიტყვით, ჭამა ბრძანების შემდეგ და მცირე რამ. როდესაც პირველად მიგყავთ მინდორში, გაუკეთეთ მას საყელო, აიღეთ თასმა, სასტვენი და ცოტაოდენი მისთვის საყვარელი საჭმელი ჩაიდეთ ჯიბეში. ეცადეთ ლეკვი წაიყვანოთ მინდორში დილით და მშიერი, რადგან ამ დროს ძაღლის სწავლება დაჯილდოვებითა და მოფერებით უფრო ადვილია. საგეშათ ისეთი დღე უნდა შეარჩიოთ, რომ არ იყოს დიდი ყინვა(რაც ყნოსვაზე მოქმედებს), ძლიერი ქარი, დიდი წვიმა და დიდი სიცხე. ეზოდან გამოსვლის დროს ლეკვს წააბით თასმა და უბრძანეთ ”ფეხთან”. იგი მოგდევთ ფეხთან, გზაში ხედავს ჩიტებს და იწევს მათკენ. მოეფერეთ, გადაუსვით თავზე ხელი და უბრძანეთ ”ფეხთან” ამავე დროს თასმით მოსწიეთ უკან, თუ წინ გისწრებთ. გზაში ზედმეტ სიტყვებს ნუ დახარჯავთ და არც დასაჯოთ, რომ მეორედ უფრო ხალისიანად წამოგყვეთ. მინდორში გასვლისას, ამოიღეთ ლეკვისთვის წამოღებული საჭმელი და პატარა ნაწილი დაუდეთ წინ, მიეცით ბრძანება ”დაწე” ან დაწოლის ნიშანი (ხელით ან სასტვენით რაზედაც სახლში გყავთ დაჩვეული). დააწვინეთ , შეხსენით თასმა, მოეფერეთ და უბრძანეთ შეჭამოს საჭმელი. კიდევ მოეფერეთ, შემდეგ დაუსტვინეთ და ანიშნეთ ხელით, რომ მას აქვს უფლება ირბინოს, წაახალისეთ თუ გნებავთ სიტყვითაც. იგი გაიქცა, დარბის მინდორში, დასდევს ჩიტებს, პეპლებს, ფრინველების ჩრდილს, კალიებს და სხვ. დეე ირბინოს, ვიდრე არ დაიღლება. თქვენ კი ეცადეთ, თვალიდან არ დაკარგოთ და ხანდახან კიდეც დაემალეთ. როდესაც შენიშნოთ, რომ თქვენ გაახსენდით, დაიწყეთ სასტვენით სტვენა, იგი თქვენსკენ წამოვა, რადგან მას გაახსენდება სტვენასთან ერთად მიღებული, საჭმელი და ალერსი. აქ კიდევ მოამზადეთ საჭმელი და მოსვლისას დააჯილდოვეთ. როდესაც ლეკვი დაიღლება, წააბით თასმა, უბრძანეთ ”ფეხთან” და დაბრუნდით შინ. თუ გზაში ორღობე შეგხვდათ, მოხსენით ლეკვს თასმა, ჩამოიტოვეთ უკან და წამოდით ძახილით ”უკან-უკან”, ”ფეხთან-ფეხთან” , თქვენს წინ ატრიალეთ თასმა, რომლითაც ლეკვს საშუალებას არ მისცემთ წინ გამოვიდეს. როცა იგი წამოიწევს, მას მოხვდება თასმის წვერი, ან თვით ლეკვი შეუშინდება მის მოძრაობას და აღარ გამოვა წინ. ცოტა ხანი ასე იარეთ, შემდეგ წყნარად მიუბრუნდით, მოუალერსეთ, ეცადეთ დააწვინოთ, კიდევ შეაჭამეთ მისი საყვარელი საჭმელი, წააბით თასმა, უბრძანეთ ”ფეხთან” და წამოიყვანეთ სახლში. რამოდენიმე დღე ასე ატარეთ ლეკვი მინდორში და გაიმეორეთ ერთიდაიგივე. თუ ფრინველი არის, ლეკვი რამოდენიმე დღის შემდეგ უსათუოდ გააკეთებს ნაბულს. ნაბულზე აფრენილ ფრინველს ლეკვი ხალისით მისდევს. თქვენ მარტო დენთით დატენილი ვაზნა ჩასდეთ თოფში და გაისროლეთ, რომ ლეკვი თოფის ხმას შეაჩვიოთ. ეცადეთ, პირველად თოფი მაშინ ისროლოთ, როცა ლეკვი შორს არის და ფრინველს მისდევს. თუ იგი თოფის სროლაზე შეჩერდა, დაუსტვინეთ და ეცადეთ მოვიდეს თქვენთან. მოსვლისთანავე მოეფერეთ და დააჯილდოვეთ. ორ-სამ დღეს ასეთი გაკვეთილი საკმარისია თოფის ხმის შესაჩვევად, ზოგს კი ესეც არ სჭირდება. თქვენი მოწაფე უკვე შეეჩვია ნაბულს. ახლა საჭიროა ფრინველი ააფრინოს თქვენს ბრძანებაზე და არა თავისი სურვილით. როგორც კი ლეკვი ნაბულზე დადგება, ნელა მიუახლოვდებით მას(არა უახლოს სამი ოთხი ნაბიჯისა) და უბრძანებთ ”წინ” , ძაღლი წინ წაიწევს და აგიფრენთ ფრინველს. თუ იგი არ მიდის წინ, ეცადეთ მოექცეთ გვერდიდან, ისე რომ ძაღლმა შემოგხედოთ და ხელის გაქნევით მიაძახეთ ”წინ”. რასაკვირველია, კარგია, თუ ამას, ე.ი. ბრძანებას ”წინ” შეაჩვევთ ლეკვობაში, მაშინ, როდესაც აჭმევთ საჭმელს. როდესაც თქვენი მოწაფე შეეჩვია ბრძანებით ნაბულიდან წინ წასვლას, ფრინველის აფრენას და სროლის ხმას, გადადიხართ შემდეგ გაკვეთილზე. ლეკვი ნაბულზე რომ არის მიდით მასთან წყნარად, მიეფერეთ, წააბით თასმა საყელოზე, უბრძანეთ წინ წავიდეს და როდესაც თქვენს ხმაზე, ან ლეკვის მიახლოვებაზე ფრინველი აფრინდება, ლეკვი თასმით შეაკავეთ, ეცადეთ დააწვინოთ(ეს უნდა გააკეთოთ მოფერებით). თუ დაწვა ან დარჩა ერთ ადგილზე , დააჯილდოვეთ. თუ რამოდენიმე ასეთი გაკვეთილის შემდეგ მაინც იწევს გამოსაკიდებლად, მაშინ წინ გაწევის დროს პატარ წკეპლით ან მათრახით დასაჯეთ და უბრძანეთ დაწვეს. ორ-სამ დღეს ასე მოექეცით და თან ფრინველის აფრენის დროს აუცილებლად ისროლეთ თოფი, რასაც უნდა მოჰყვეს ძაღლის დაწვენა ან საერთოდ ადგილზე დარჩენა. თუ თქვენმა მოწაფემ მაინც სცადა გამოკიდება, მას შემდეგ რაც მას ასწავლეთ, დაიჭირეთ, მიიყვანეთ იმ ადგილზე საიდანაც ფრინველი აფრინდა, დააწვინეთ, ერთ-ორი წკეპლის დარტყმით დასაჯეთ, ძახილით ”დაწე”, ”ფუ-ფუ”(სიტყვა ”ფუ” ნიშნავს ”ნუ იზამ” ”ცუდია”-ს) თუ არ გამოეკიდა, მაშინ კი აუცილებლად დააჯილდოვეთ. თუ თქვენი მოწაფე ზემოთ ნაჩევნებ გაკვეთილებს გისრულებთ, იგი უკვე მომზადებულიალ ახლა უნდა ეცადოთ, მინდორში ძაღლი ატაროთ ისე, რომ ქარი(სიო) თქვენ გხვდებოდეთ სახეში და ძაღლი კი დარბოდეს, თვენს მარჯვნივ და მარცხნივ ისე, რომ მისი მსვლელობის ხაზი, პერპენდიკულარულად კვეთდეს ქარის მოძრაობის ხაზს. ეცადეთ თქვენს მოწაფეს კარგად ჩაუნერგოთ სტვენაზე მობრუნება, თქვენთან მოსვლა ხელის მითითებით, ან სიტყვით, წასვლა იმ მიმართულებით საითკენაც გსურთ. თუ მუდმივად ასეთი წესით ატარებთ ძაღლს, უმეტეს შემთხვევაში ის იწყებს სწორი პარალელებით თქვენს წინ მუშაობას. თუ ამას თვითონ ვერ ეჩვევა, მაშინ წააბით საყელოზე გრძელი თოკი, დაახლოებით 6-8 მეტრი სიგრძისა, თოკის მეორე წვერი დაიჭირეთ ხელში, როდესაც თქვენ უკვე ქარის პირდაპირ დგეხართ, დააწვინეთ, გაიარეთ რამდენიმე ნაბიჯი ძაღლისთვის არჩეული მსვლელობის ხაზზე, გაჩერდით და ხელის ჩვენებით გაგზავნეთ, მარჯვნივ ან მარცხნივ, ისე, რომ ძაღლმა თქვენს წინ გაირბინოს. რასაკვირველია თქვენი მოწაფე სწრაფად გაიქცევა, თქვენი თოკის სიგრძე მანძილს არ ეყოფა და რადგან თოკის მეორე წვერს თქვენ ხელს არ გაუშვებთ, იგი მას შეაჩერებს. ამ მომენტში უნდა მოასწროთ და დაუსტვინოთ. იგი თქვენსკენ წამოვა გაკვირვებული, ხელის ჩვენებით გაგზავნეთ ახლა იმ მხარეს, საიდანაც იწყო მსვლელობა. როგორც კი თქვენ გაგცდებათ, მაშინვე წინ წაიწიეთ რამდენიმე ნაბიჯით, თოკს დაჭიმავს თუ არა დაუსტვინეთ, იგი ისევ მობრუნდებამ, მოეფერეთ და ისევ გაგზავნეთ მეორე მხარეს. ასე ატარეთ, პირველ დღეს 15-20 წუთი, მეორე დღეს კიდევ გაუმეორეთ და შემდეგ დღეებში თოკს სულ გაუშვით ხელი, ან შეხსენით კიდეც, თუ შენიშნეთ, რომ იგი თქვენს დასტვენაზე იცვლის მიმართულებას. ამგვარად, დასტვენით და საჭიროების დროს თოკის საშუალებით ასწავლით სწორე სვლას. დაჯილდოვებას აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს. დასტვენით მობრუნებას, ძაღლის თქვენთან მოსვლას, უკავია პირველი ადგილი გეშვაში, რადგან ძაღლში იქმნება ერთგვარი დისციპლინა და იგი ამის შემდეგ, თვითონ ცდილობს შეგისრულოთ ის რაც თქვენ გსურთ.
რას მოითხოვს საველე გამოცდები??
ა) ძაღლმა იცოდეს ფეხთან სიარული. ბ) დაწოლა ნიშნით ან ბრძანებით. გ) ძებნა თქვენი მითითებით. დ) ნაბულიდან თქვენი ბრძანებით წინ წაწევა და ფრინველის აფრენა. ე) არ გამოეკიდოს აფრენილ ფრინველს. ძაღლის გეშვა საუკეთესოა შემდეგ ფრინველებზე: ჭყიამპოზე, ჭოვილოზე, გარშნეპზე, და თუ ეს ფრინველები არ არის, მაშინ მწყერზედ. არასოდეს ამუშავოთ ძაღლი წყალში მოცურავე ფრინველებზე(იხვზე, ბატზე და სხვა). ასეთია მოკლედ ის რჩევები, რომელიც შეგვიძლია მივცეთ თითოეულ მონადირეს, რომლესაც სურს თვითონ დაგეშოს თავისი ძაღლი და საველე გამოცდებზე შეამოწმოს მისი ღირსებები. როგორც ვხედავთ, ყოველივე ეს არც ისე ძნელი საქმეა, როგორც ამას ხშირად აზვიადებენ, ზოგიერთი ჩვენი მონადირეები. ვისაც პრქატიკულად სურს ნახოს, თუ როგორ იგეშება ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, მას შეუძლია ჩავიდეს სოფ. მუხრანში(მცხეთის რაიონი) მონადირეთა კავშირის ძაღლთსაგეშ პუნქტში, სადაც მას ყველაფერს დაწვრილებით გააცნობენ და აჩვენებენ.
ლ.ციციშვილი
ჟურნალი ”ნადირობა” 1940წ.

ძაღლის სახელები (ძუ)



          ძაღლის სახელები (ძუ)

Untitled 8

აბელ, ავინა, ადა, აბა, აბიგელი, ავა, აგაპი, აგატა, აგაშა, აგი, აგრა, აგუტი, აგინა, ადელი, ადეა, აჯი, ადელინა, ადულინა, აელიკა, აელიტა, აზარი, აიზა, აივა, აივორი, აიგი, აიდა, აიდანა, აილა, აილინი, აილისა, აიმარა, აინა, აირა, აირინ, აირის, აისა, აია, აკია, აქსალი, ალექსა, ალი, ალინა, ალისა, ალიტა, ალია, ალრი, ალრინიდა, ალურა, ალბა, ალვა, ალგა, ალდა, ალდონა, ალზა, ალკონა, ალმა, ალტა, ატლანტა, ალფა, ალშა, ამა, ამარილპი, ამბრა, ამეტა, ამიგა, ამნა, ამონა, ანაბელი, ანგა, ანგარა, ანდრა, ანელა, ანჯელიკა, ანზა, ანი, ანიდა, ანინა, ანიტა, ანტა, აპა, არა, არაგვა, არალია, არბელა, არვი, არგა, არდა, არდელინა, არენდა, არზო, არილდა, არიმა, არიშა, არიელსი, არკა, არლანდა, არლეტა, არმა, არმანდა, არმიტა, არნა, არტა, არფა, ასა, ასკა, ასლა, ასალი, ასი, ასიკო,ასოლი, ასონიტა, ასტა, ასტენა, ატავა, ატიკა, აურიკა, აფინა, აფირა, აფრა, ახტა, აჩა.

ბარბი, ბაბეტა, ბაბსი, ბავა, ბაგირა, ბადა, ბაიდა, ბაირა, ბაკა, ბაკარა, ბონა, ბარა, ბარბარა, ბარიკა, ბარკო, ბარლეტა, ბასა, ბასტა, ბასია, ბაშა, ბეა, ბეგა, ბეიგი, ბეკი, ბეკტო, ბელკა, ბენა, ბენი, ბენკა, ბენტა, ბერნა, ბერი, ბერტა, ბერტი, ბესი, ბეტა, ბეტსი, ბეტი, ბიატრისი, ბიბა, ბივა, ბიგი, ბიზარტა, ბილი, ბილდა, ბიმკი, ბინა, ბინგა, ბინრა, ბიოტი, ბირმა, ბიტი, ბიშკა, ბია, ბიანკა, ბოა, ბონა, ბონი, ბორა, ბოტი, ბოჩარა, ბოიარა, ბრაგა, ბრადა, ბრამა, ბრინტა, ბროცია, ბრენტა, ბრეტა, ბრიგი, ბრიგა, ბრიგენ, ბრიგიტა, ბრიზა, ბრინო, ბრიტა, ბუბი, ბუკა, ბუკსა, ბულია, ბუმბა, ბუმა, ბუნა, ბურა, ბურია, ბურსა, ბუსი, ბუსიკა, ბუჩა.

გაბი, გაიდა, გაინა, გამა, გარლი, გელკა, გელა, გერა, გერდა, გიდელი, გიზელი, გილა, გინგტა, გირსა, გლედი, გლორია, გორა, გრაიფა, გრანა, გრაცია, გრეზა, გრეტა, გრესი, გროუ, გრინდა, გრონა, გულა, გულკა, გუნდა.

დავინა, დაზა, დაიგა, დაიმა, დაირა, დაკი, დოლილა, დამკა, დანა, დანიელა, დარა, დარვა, დარგა, დარკლი, დარტა, დეა, დები, დევი, დეგირა, დეზი, დეზირა, დელტა, დელფინა, დენიზა, დერა, დერიკა, დესი, დესტინი, დეია, დიანა, დიარა, დიერტა, დიკსა, დიკსი, დიკუმა, დიმკა, დინა, დირა, დიტა, დიუნა, დოლარი, დოლი, დოლია, დოინა, დონა, დონგა, დონია, დორა, დორისი.

ება, ეგა, ეგერა, ეგიდა, ეგოზა, ეგრი, ევა, ევალდა, ევიტა, ევრიდიკო, ეზიტა, ეთერა, ეირა, ეიშა, ეკსა, ელადა, ელადო, ელბა, ელგა, ელეკო, ელზა, ელი, ელიკო, ელიკა, ელიმა, ელინა, ელიტა, ელვა, ელოსა, ელოსი, ელფა, ელცო, ემა, ენა, ენალია, ენგა, ენკა, ენსა, ენჯი, ეჟენკა, ერა, ერი, ერიკა, ერმა, ერლი, ერნა, ერნანი, ერტა, ესენია, ესი, ესტა, ესტერი, ესტერელია, ეტნა, ეშკა.

ვაგა, ვაიდა, ვაიკა, ვაკსა, ვალდა, ვალეტა, ვანდა, ვანდეა, ვანზა, ვარა, ვარდა, ვარნა, ვარშა, ვეია, ვეგა, გეიკა, ვეისი, ვენა, ვენდი, ვენედიკა, ვენერა, ვენტა, ვერედა, ვერონდიკა, ვესლა, ვესნა, ვესტა, ვეტო, ვიზი, ვიკი, ვიკსი, ვილმა, ვინეტა, ვიოლეტა, ვიონა, ვირა, ვირტა, ვირჯი, ვისლა, ვისტა, ვლადა, ვლასტა, ვოლგა, ვოლი, ვოლია, ვოლნა, ვოლტა.

ზაბინა, ზადირა, ზამირა, ზამი, ზანგა, ზარა, ზარელა, ზაურა, ზვეზდა, ზეგი, ზეია, ზელმა, ზენა, ზენტა, ზილტა, ზინა, ზინგა, ზინტა, ზირსა, ზიტა, ზლატა, ზორა, ზორკა, ზუზა, ზუზი, ზულმა, ზუნდა, ზუტა, ზურნა.

თავი, თედა, თეზა, თელა, თემა, თემზა, თერგი, თერცია, თიკი, თინა, თინგა, თორა.

ია, იანა, ივა, იდა, იდია, იზა, იზიდა, იზოლდა, ილგა, ილდა, ილვა, ილიდა, ილტო, იმკა, ინა, ინგა, ინდი, ინდირა, ინესა, ინზა, იოლისა, ინორა, ინულა, ირგინა ირენა, ირიკა, ირინა, ირისკა, ირლოტა, ირმა, ისტა, იტონა.

კაილა, კაირა, კალმა, კამა, კამელა, კამელია, კამეა, კამეია, კამილა, კანა, კანორა, კანტა, კაპა, კაპა, კარდა, კარი, კარინა, კარმენ, კასია, კატცი, კაჩა, კვინტა, კედრა, კემა, კენა, კენტა, კეპსი, კერა, კერი, კერიდა, კერლი, კერტი, კესი, კესისი, კეტა, კეტი, კეტრისი, კიდი, კიზი, კიმბა, კინელი, კიტა, კიტრა, კლაიდა, კლიო, კლედი, კლეოპატრა, კლიკა, კლოდი, კნოპა, კობრა, კოდრა, კოკეტა, კოლდა,კორა, კორსა, კოსტა, კრაიდა, კრედი, კრეა, კრიზა, კრისტა, კრიეტა, კრისტი, კრიონა, კრონა, კუნა.

     წყარო --> monadire.com

ძაღლის სახელები (ხვადი)

                                               

             ძაღლის სახელები (ხვადი)    



Untitled 6

ავგუსტა, აბატი, აბალტი, აბემ, აბენი, აბო, აბური, აბრეკი, აგარი, აგატი, აგბარი, აგიტი, აგო, ადამი, ადარი, ადისი, ადმირალი, ადოლფი, ადონისი, აზარი, აზარტი, ათონი, ათოსი, აიანი, აიაქსი, აივარი, აივენი, აზორი, აიგუნი, აიზანი, აიზიკი, აიკი, აიკარი, აირი, აიკო, აილანი, აილენდი, აილი, აირატი, აისანი, აიტაში, აიკარი, აიტალი, აკბაი, აკბარი, აკილა, აკიმი, აკიტი, აკი, აკსაი, აკტაში, ალადინი, ალანდი, ალანო, ალარმი, ალვინი, ალგირი, ალდან, ალზარი, ალჯირი, ალი, ალიმი, ალიში, ალმასი, ალტაი, ალჩარი, ალბარი, ალგისი, ალფონი, ალკატა, ალკორ, ალფი, ამანი, ამბერი, ამი, ამისი, ამორი, ამპირი, ამრეი, ამური, ანვარი, ანგარი, ანგორი, ანდი, ანდორი, ანზორი, ანდრო, ანჯეი, ანჟი, ანირი, ანტარესი, ანტეი, ანტერი, ანტუ, ანუში, ანჩარი, აპრი, არაი, არაკსი, არამი, არამისი, არაპი, არასი, არბატი, არბეკი, არვიდი, არგო, არგონი, არგუსი, არდეკი არჟანი, არიანი, არისი, არკონი, არმანი, არმენი, არმინი, არნი, არნო, არო, არონ, არსენა, არტო, არტუშა, არჩალი, არჩი, ასკერი, ასმოსი, ასტონ, ასტუსი, ატამანი, ატანგი, ატარი, ატიგორი, ატილარი, ატლასი, ატონი, აული, აურჩი, აქილევსი, აქილი, აჩი, აშანტი, აშუღი.

ბავარი, ბაგეტი, ბაგრატი, ბადანი, ბაზალტი, ბაი, ბაიკალი, ბაკი, ბაკსონი, ბაკლანი, ბალუ, ბალხაში, ბალტაზარი, ბამი, ბანდიტი, ბანზული, ბარონი, ბარდი, ბარისი, ბარკი, ბარნი, ბარენი, ბარი, ბარსი, ბარტი, ბარტენი, ბარხანი, ბასი, ბასტერი, ბასტი, ბასტიანი, ბატური, ბაფი, ბები, ბეკი, ბელი, ბემბი, ბენი, ბენდი, ბენო, ბენტო, ბერნარდი, ბერნი, ბერტი, ბერილი, ბერკუტი, ბერო, ბეროტი, ბერტო, ბერტონი, ბესტი, ბეტიარი, ბიდი, ბიმი, ბიმოლი, ბინი, ბლეკი, ბლიკი, ბლიტი, ბლიცი, ბობი, ბოი, ბოინაკი, ბომელი, ბონსი, ბორეი, ბორი, ბოსი, ბოცმანი, ბოჩარი, ბრასი, ბრაიტი, ბრეკი, ბრენდი, ბრენი, ბრიგი, ბრიგონტი, ბრიტორსი, ბრუნი, ბრუტი, ბრუტუსი, ბრუსი, ბუგი, ბუკა, ბუკეტი, ბული, ბურანი, ბუტუზა, ბუშუი, ბუიანი.

გაბო, გაბრო, გაი, გაიდა, გაისან, გაკი, განგი, გაპიტი, გარდი, გარდიკა, გარდიონი, გარნელი, გასპარა, გასტორი, გაური, გვიდონ, გეკი, გერდი, გერი, გეფესტი, გიფსი, გილბერტი, გირეი, გლონი, გნომი, გობოი, გოია, გორბი, გოლიატი, გონგი, გორდი, გორგისტა, გოსპარი, გრანდო, გრანატა, გრაფი, გრეიდი, გრეისი, გრიმი, გრიდი, გრილი, გრიმი, გრინი, გრინგო, გრიფი, გროზნი, გრომი, გროსი, გრუმი, გუარა, გუკი, გული, გუნდი, გურამი, გუსარი, გუსიარი, გუსტი, გუსტელი.

დაგი, დაგირა, დაგო, დაიკო, დაირი, დაკი, დალმატი, დამარი, დამბო, დამირა, დანი, დანაი, დანკო, დანო, დანტესი, დარი, დარლინგი, დასტი, დაირა, დაფი, დეგრისი, დეიკი, დემონი, დენდი, დენი, დერიკი, დიანი, დიასი, დივარი, დიდი, დიკი, დიკარი, დინი, დინარი, დინგო, დონი, დონარი, დუკსი, დუნკანი.

ევგური, ევრი, ეგეი, ეგო, ედგარი, ედლერი, ედმონი, ეზოპე, ეზოტი, ეირი, ეკბარი, ეკო, ეკსი, ელარი, ელეგანტი, ელისი, ელმური, ელონი, ელპირი, ელი, ელბარი, ელდარი, ელტონი, ელფი, ემირი, ენდი, ენეი, ენისეი, ერანი, ერაქსი, ერლი, ერო, ერონი, ეროსი, ეროში, ესმარი, ევფრატი, ეშკა.

ვაკერი, ვალდი, ვალეტი, ვალი, ვალკო, ვამპირი, ვარიაგა, ვარნი, ვასკო, ვები, ვეკეტი, ველი, ვერნი, ვერტი, ვერტერი, ვესტუს, ვიგო, ვიკინგი, ვიკონტი, ვილმორი, ბიმი, ვინი, ვინძორი, ვირაჟი, ვირტი, ვიხტერი, ვოჟაკი, ვოლკი, ვოლნი, ვოლტი, ვოლფი, ვუდი, ვულკანი.

ზაგორი, ზაგრაი, ზადორი, ზაირი, ზაკი, ზარო, ზარრი, ზარტი, ზაური, ზევსი, ზელი, ზემბი, ზემბო, ზენტო, ზერეტი, ზეროკი, ზერო, ზერონი, ზერორი, ზერსი, ზესტი, ზეტი, ზეფირი, ზიგი, ზიგერი, ზიგრიდი, ზიგრინი, ზიგურტი, ზიგფრიდი, ზიკარი, ზორდი, ზორო.

წყარო --> http://monadire.com

ორსულობის პერიოდი

ორსულობის პერიოდში,ისევე როგორც ყველა სულიერს, ძაღლსაც განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება ჭირდება, დიდი ტანის ძაღლები მეტ ყურადღებას საჭირერბენ, ვიდრე პატარა ტანის ძაღლები. როგორც წესი, ძაღლებში ორსულობის პერიოდი 60-64 დღე გრძელდება. სასურველია, დაწყვილებამდე ძაღლი წონაში არ იყოს მომატებული. ორსულობის დროს ის ხშირად უნდა ასეირნოთ, სირბილი
ხტომა და ზედმეტი დატვირთვა რეკომენდებული არაა. მუცელი როგორც წესი 1 თვიდან ეტყობათ, თუ ლეკვების რაოდენობა ბევრია, მაშინ შესაძლოა ადრეულ ასაკშიც შეამჩნიოთ. ორსულობის პერიოდში თითქმის ყველა ძაღლი აგრესიული ხდება, მშობიარობის შემდეგ ძაღლი თავის ლეკვვებს იცავს უცხო ადამიანებისგან, ამ პერიოდში სასურველია თუ ოჯახის წევრ ბავშვებსაც მოვარიდებთ ძაღლს, რათა მათ ძაღლის გაღიზიანება არ გამოიწვიონ. მშობიარობა დიდი სტრესია. ყოფილა შემთხვევები, როცა დედას თავისი ლეკვები დაუხოცავს, ან ძუძუსთან არ მიუკარებია. მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია.მნიშვლენოვანია ორსულობის პერიოდში ძაღლის კვებაც. კარგი იქნება, თუ ძაღლს ორსულობის პერიოდში ან ლეკვების საჭმელზე, ან სპეციალურ კვებაზე გადაიყვანთ. ორსულობის დროს კომპექსური ვიტამინების დამატებაც კარგია, ოღონდ არა ინექციის სახით. ორსულობის პერიოდში თავი უნდა შევიკაოთ ვაქცინაციისგან. ძაღლის მშობიარობაზე განსაკუთრებით თუ პირველი მშობიარობაა სასურველია ვეტერინარის დასწრება. მშობიარობის დროს ხდება ხან ლეკვის გაჭედვა, ხან ჭიპლარის გადაჭრის პრობლემა წამოიჭრება, ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის როგორც დედის ასევე ლეკვების სიცოცხლესაც. აქედან გამომდინარე აუცილებელა პროფესიონალის დახმარება. აღსანიშნავია ძაღლებში ცრუ ორსულობის ფაქტები, რომლებიც ძირითადად დეკორატიულ ძაღლებს ემართებათ.
ინფორმაცია მოძიებულია აქ -->   http://tobedogs.com/