8.07.2014

ძაღლის ჯიშები

                  ფარაონის მწევარი

faraonis_mwevari_monadirecomფარაონის ძაღლი ძალიან ჰგავს ყურცქვიტა ძაღლებს, რომლებიც ძველეგვიპტურ ფრესკებზეა გამოსახული. ეგვიპტიდან ეს ჯიში ევროპაში ესპანეთის მეშვეობით მოხვდა. ფარაონის ძაღლებს აშენებენ ბალეარის კუნძულებზე.
ფარაონის ძაღლი ძალიან სწრაფი, მოქნილი ძაღლია, კარგად დახტის, აზარტულად მონადირეობს ბორცვებზე, კურდღლებზე, ხოხბებზე. სახლში იგი ალერსიანი და ანცია. ფარაონის ძაღლი მონადირული და კომპანიონი ძაღლია. ფარაონის ძაღლის თავი დაბლაგვებული სოლის ფორმისაა. თავის ქალა გრძელი, მშრალია, მკვეთრი ზოლებით. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა სუსტადაა შესამჩნევი. დრუნჩი თავის ქალაზე ოდნავ გრძელია. ცხვირის ბიბილო სხეულებრივი ფორმისაა, ყბები ღონიერია, თვალები-ოვალური ფორმის, ქარვისფერი, შეფერილობის შესაბამისი. ამ ჯიშის ყურები დიდი, თხელი, საფუძველთან ფართოა, დაკიდებული. ძაღლს ისინი უჭირავს აწეული. ყურები ძალზე მოძრავია. კორპუსი და მშრალი და კოხტაა, თითქმის კვადრატული ფორმატის. კისერი გრძელი, მშრალი და კუთხოვანია. გულმკერდის ქვედა ხაზი არ აღწევს იდაყვების სახსრებს, მკერდის ძვალი გამოწეულია წინ. თეძოები ამობურცულია, ზურგისა და გავის ზედა ხაზი ქმნის თითქმის სწორ ხაზს. ფარაონის ძაღლის კიდურები ტანადია, თათები-ძლიერი, მჭიდროდ შეკრული თითებით, კუდი საკმაოდ სქელია საფუძველთან, თხელდება ბოლოში და ოდნავ მოღუნულია. სიმშვიდისას იგი ჩამოშვებულია და აღწევს სახტომ სახსრებს. მოძრაობისას ძაღლს იგი მაღლა უჭირავს. ბეწვი მოკლე, მჭიდროდ მიკრობილი, ბზინვარე, თხელი და ოდნავ უხეშია.
შეფერილობა: ირმისფერი (მოყვითალო-მოყავისფრო) თეთრი ლაქებით კუდის წვერზე (რაც ძალზე სასურველია), მკერდის წინ (ვარსკვლავი) და თითებზე. დაშვებულია ვიწრო თეთრი ზოლი დრუნჩზე.
სიმაღლე მინდაოში: ხვადი 56-63,5 სმ. ძუ 53-61 სმ.
წონა: დაახლოებით 28 კგ.
ხასიათი: ფარაონის ძაღლის ყოლა შეიძლება ბინაში აქტუალური და ხანგრძლივი სეირნობების პირობების პირობებისას. ბეწვი საჭიროებს რეგულარულ წმენდას ჯაგრისით.


                   ბესენჯი
ძირითადი მონაცემები:
 სამშობლო - ცენტრალური აფრიკა
 ჯიშის გაჩენის დრო - უძველესი ხანა

 გამოყენება - ადრე - ნადირობა

          დღეს - კომპანიონი
  სიცოცხლის ხანგრძლივობა - დაახლოებით 12 წელი 
 სხვა დასახელება - კონგო-ტერიერი, ზანდეს ძაღლი, 
                            ნიამ-ნიამ-ტერიერი, ძაღლი კონგოდან
 წონა - 9,5 - 11 კგ.
 სიმაღლე - 41 - 43 სმ.

მიუხედავად იმისა, რომ ბესებჯის წარმომავლობა უცნობია, მისი მსგავსი ძაღლის გამოსახულებები
ნაპოვნია IV  დინასტიის დროინდელ ეგვიპტურ სამარხეში. დღევანდელი ბასენჯები, არიან 1930 - იანი წლებში ზაირიდან ჩამოყვანილი ძაღლების შთამომავლები.ეს მშვიდი, დახვეწილი ძაღლი თბილი კლიმატის მქონე კონტინენტის აბორიგენია. მისი ჟღალისფერი ბანალი უზრუნველყოფს კარგ კონსფირაციას გარემოსთან, ხოლო თეთრი ლაქები სხეულზე  და მოკლე ბალანი საშუალებას აძლევს ადვილად აიტანოს სიცხე. ეს ფაქტორები, ასევე ის, რომ ნადირის დევნისას ბასენჯი არასდროს ყეფს, განაპირობებს მის მაღალეფექტურობას ნადირობისას. ყეფის ნაცვლად ბასენჯი უცნაურად ყმუის. ბესენჯის ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს შავი თეთრით, ჟღალი თერთრით,შავი, ან ვეფხვისებრი. თავზე აქვს ნაოჭები, რაც გაკვირვებულ გამომეტყველებას აძლევს, მკერდი ზომიერად ღრმა და ფართოა, კისერი საკმაოდ გრძელი და დაკუნთულია, კუდი ზურგისკენაა დახვეული, მუქ - ყავისფერ თვალეფს გამჭოლი მზერა ახასიათებს. ბასენჯი ადვილად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. კარგად ეგუება სიცხეს და ბავშვებს. ძნელად იწვრთნება. ცუდი მოდარაჯეა. ვერ ეგუება სიცივეს.

  ინფორმაცია --> ჩემი "ძაღლების ენციკლოპედიიდან" :)


                                   ბასეტ–ჰაუნდი

ძრითადი მონაცემები:
სამშობლო – საფრანგეთი
ჯიშის გაჩენის დრო – XVI საუკუნე
გამოყენება – ადრე – ბოცვერზე და კურდღელზე ნადირობა,
დღეს – კომპანიონი. მონადირე.
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 12 წლამდე
წონა – 18–27 კგ.
სიმაღლე – 33–38 სმ.

 
შესაძლოა  ბასეტ–ჰაუნდი ბლადჰაუნდის შთამომავალია. თუმცა მისი სამშობლო საფრანგეთია, დღეს  იგი პოპულარულია  დიდ ბრიტანეთშც და აშშ–შიც. ხშირად – ჯიუტი, მაგრამ ჩვეულებრივ – ალერსიანი და გულკეთილი, ბასეტი ოდესღაც მშვენიერი მონადირე ძაღლი იყო.       
მას გრძელი გრძელი ყურები ეხმარებოდა სუნის აღებაში, განსაკუთრებით ნესტიან დილას. დღესაც კი ის ბასეტები, რომლებსაც მსუბუქი ძვლები, უფრო გრძელი თათები და უფრო წვრილი სხეული აქვს, მონაწილეობენ საველე გამოცდებში. თუმცა, ტიპიური, ოთახის ბასეტი - მძიმე , გრძელი და დაბალტანიანი ძაღლია. 
ოთახის ბასეტი

          დღეს ბასეტი ანიმატორების და რეკლამის სპეციალისტების ნებიერაა. აშშ-ში  მულტპერსონაჟი ფრედ ბასეტი მხიარული გულკეთილობის სიმბოლოა.  ბასეტ-ჰაუნდის შეფერილობა მოწითალო-ამლაკია ან სამფერი (შავი,წითური,თეთრი). მას კეთილი თვალები, დიდი და გრძელი თავი, მსხვილი კუდი აქვს. ბასეტ-ჰაუნდი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, თავს კარგად გრძნობს როგორც ცხელ, მზიან, ასევე, ცივ კლიმატში, კეთილია ბავშვებთან ურთიერთობისას. ცუდი მოდარაჯეა, ძნელად იწვრთნება.


           ახლა კი შემოგთავაზებთ ბასეტი წამახალისებელ                                                  ფოტოებს!















მგონი კარგად გავერთეთ!!! აბა კარგად! :) 

  ინფორმაცია --> ჩემი "ძაღლების ენციკლოპედიიდან" :)

No comments: