3.31.2015

5 აუცილებელი ნივთი ძაღლისთვის

თუ ძაღლის შეძენა ან თავშესაფრიდან აყვანა გადაწყვიტე, საჭიროა სახლის წინასწარ მომზადება რათა ცხოველს გაუადვილდეს ახალ გარემოსთან შეგუება. ამ სტატიაში ჩვენ  გეტყვით თუ რა ნივთებია ძაღლისთვის აუცილებელი.

ჯამი საკვებისა და წყლისთვის

შეარჩიე შენი ძაღლის ზომის შესაბამისად. ჯამების საკმაოდ დიდი არჩევანია, ზოგი სპეციალური სადგამითაა, რომლის დარეგულირებაც ძაღლის სიმაღლის შესაბამისად შეგიძლია. თუ შენს მომავალ ოთხფეხა მეგობარს დიდი ყურები აქვს, ჯამიც ცოტა მაღალი უნდა შეარჩიო.


სამგზავრო ჩანთა / გადამზიდი

თუ შენ მასთან ერთად მოგზაურობას აპირებ, მაშინ აუცილებლად დაგჭირდება სპეციალური ჩანთა (შედარებით მომცრო ძაღლებისთვის) ან გადამზიდი. ესეც აუცილებლად ცხოველის ზომის მიხედვით უნდა შეირჩეს.

საყელო / საბელი

შეძენამდე დარწმუნდი, რომ საყელო / საბელი არის კომფორტული და საიმედო. ასევე ზუსტად უნდა ერგებოდეს ცხოველს. სასურველია თუ ექნება მარეგულირებლები ზომის შესაცვლელად.

მატრასი / საწოლი

შეიძლება შენი ძაღლი თავს მშვენივრად გრძნობს დივანზე, მაგრამ ეს საკმაოდ მოუხერხებელია, შენთვისაც და შენ ირგვლივ მყოფებისთვისაც. ამის გარდა, აუცილებელია ძაღლს ჰქონდეს საკუთარი სივრცე. არჩევანი შეგიძლია გააკეთო მატრასსა და საწოლს შორის, ან სულაც, ორივე შეიძინო.

საკვები, საღრღნელი სათამაშოები

თუ ჯერ არ იცი, რომელ ბრენდს მიანიჭო უპირატესობა, რჩევისთვის მიმართე შენს ვეტერინარს. იმისთვის, რომ ძაღლმა ავეჯი ან სხვა ნივთები არ დაღრღნას, აუცილებლად შეუძინე სპეციალური საღრღნელი სათამაშოები.

ვიზიტი ვეტერინართან

იმის მიუხედავად, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები თუ არა, პერიოდული ვიზიტი ვეტერინართან აუცილებელია, ასე მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა  უფრო მარტივია და ეკონომიურიც.

No comments: