ძაღლისთვის საშიში 5 ტიპის საკვები
ალკოჰოლი
ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცხოველის სხეულის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, ნევროლოგიური დარღვევები, დაბალი წნევა. ეს არ ეხება მხოლოდ მზა სახით მიღებას, კატეგორიულად აკრძალულია ისეთი საკვების მიღება, რომელიც მცირე რაოდენობითაც კი შეიცავს ალკოჰოლს (მაგალითად ნამცხვარი).
ქიშმიში
ქიშმიში ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკვებია, რაც შეიძლება ძაღლმა მიიღოს. მცირე რაოდენობით ქიშმიშმაც კი შესაძლოა მოკლას ძაღლი. კვლევებით ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუ რატომ არის ასეთი სახიფათი ძაღლისთვის ქიშმიშის მირთმევა, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა მაქსიმალურად აარიდოთ ძაღლს ქიშმიში, ხოლო თუ მაინც გახდა მისთვის ხელმისაწვდომი, აუცილებლად მალევე წაიყვანე ვეტერინართან.
კოფეინი
კოფეინი ნებისმიერი ფორმით სასიკვდილოა ძაღლისთვის. ისევე, როგორც ადამიანის ასევე ცხოველის ორგანიზმში კოფეინი მის სტიმულირებას იწვევს. ააქტიურებს ნერვულ სისტემებს, რაც შეიძლება ინფაქტის მიზეზი გახდეს ცხოველში. გაითვალისწინე, რომ კოფეინს შეიცავს არა მხოლოდ ყავა, არამედ ჩაიც და სხვა სასმელებიც.
ხახვი
ხანგრძლივად და დიდი ულუფებით ხახვის მიღებამ ცხოველში შესაძლოა ანემია გამოიწვიოს. შესაძლოა ეს არც ისე სერიოზულად ჟღერს, თუმცა ანეემით დაავადებულ უჯრედებს არ შეუძლია ჟანგბადის გადატანა ორგანიზმში, სწორედ ამიტომ ძალიან საშიშია მისი მიღება განსაკუთრებულად აქტიური ცხოველებისთვის. თუ შენი ძაღლი ხშირად მიირთმევს ხახვს, აჩვენე ვეტერინარს, შესაძლოა მას სპეციალური კვება სჭირდება.
შოკოლადი
მცირე რაოდენობით შოკოლადმაც კი შეიძლება გამოიწვიოს ავადმყოფობა. დიარეა, პულსის აჩქარება, ჰიპერაქტიულობა, ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ შენი ძაღლი შოკოლადს მიირთმევს. სიმპტომები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის შოკოლადს მიირთმევს. თეთრი შოკოლადი შედარებით ნაკლებად საშიშია, ვიდრე შავი, თუმცა ძირითადი სხვაობა მასში შემავალ ტოქსინებშია.
წყარო --> http://zoonews.ge
No comments:
Post a Comment