3.31.2015

დ ა ი კ ა რ გ ა ! ! !

5 აუცილებელი ნივთი ძაღლისთვის

თუ ძაღლის შეძენა ან თავშესაფრიდან აყვანა გადაწყვიტე, საჭიროა სახლის წინასწარ მომზადება რათა ცხოველს გაუადვილდეს ახალ გარემოსთან შეგუება. ამ სტატიაში ჩვენ  გეტყვით თუ რა ნივთებია ძაღლისთვის აუცილებელი.

ჯამი საკვებისა და წყლისთვის

შეარჩიე შენი ძაღლის ზომის შესაბამისად. ჯამების საკმაოდ დიდი არჩევანია, ზოგი სპეციალური სადგამითაა, რომლის დარეგულირებაც ძაღლის სიმაღლის შესაბამისად შეგიძლია. თუ შენს მომავალ ოთხფეხა მეგობარს დიდი ყურები აქვს, ჯამიც ცოტა მაღალი უნდა შეარჩიო.


სამგზავრო ჩანთა / გადამზიდი

თუ შენ მასთან ერთად მოგზაურობას აპირებ, მაშინ აუცილებლად დაგჭირდება სპეციალური ჩანთა (შედარებით მომცრო ძაღლებისთვის) ან გადამზიდი. ესეც აუცილებლად ცხოველის ზომის მიხედვით უნდა შეირჩეს.

საყელო / საბელი

შეძენამდე დარწმუნდი, რომ საყელო / საბელი არის კომფორტული და საიმედო. ასევე ზუსტად უნდა ერგებოდეს ცხოველს. სასურველია თუ ექნება მარეგულირებლები ზომის შესაცვლელად.

მატრასი / საწოლი

შეიძლება შენი ძაღლი თავს მშვენივრად გრძნობს დივანზე, მაგრამ ეს საკმაოდ მოუხერხებელია, შენთვისაც და შენ ირგვლივ მყოფებისთვისაც. ამის გარდა, აუცილებელია ძაღლს ჰქონდეს საკუთარი სივრცე. არჩევანი შეგიძლია გააკეთო მატრასსა და საწოლს შორის, ან სულაც, ორივე შეიძინო.

საკვები, საღრღნელი სათამაშოები

თუ ჯერ არ იცი, რომელ ბრენდს მიანიჭო უპირატესობა, რჩევისთვის მიმართე შენს ვეტერინარს. იმისთვის, რომ ძაღლმა ავეჯი ან სხვა ნივთები არ დაღრღნას, აუცილებლად შეუძინე სპეციალური საღრღნელი სათამაშოები.

ვიზიტი ვეტერინართან

იმის მიუხედავად, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები თუ არა, პერიოდული ვიზიტი ვეტერინართან აუცილებელია, ასე მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა  უფრო მარტივია და ეკონომიურიც.

უცნაური სახლები ძაღლებისთვის

დიზაინერების ჯგუფმა გადაწყვიტა შეექმნა სპეციალური, ე.წ. “სწრაფი” სახლები ძაღლებისთვის. პროექტს “არქიტექტურა ძაღლებისთვის” ეწოდა და მისი კრეატიულობა შეგიძლია თავად შეაფასო. :)
1. ამ სახლს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს მოძრავი სახლი ჩიხუახუასთვის, თუ რა თქმა უნდა, თუ ძაღლი მას თავის სახლად მიიჩნევს :)
2. ან უბრალოდ საბელი…

 3. პუდელები ძალიან მოდური ძაღლები არიან, სწორედ ამიტომ დიზაინერებმა მის სახლს სარკე დაუმატეს :)
31 უცნაური სახლები ძაღლებისთვის
4. დიდი ფუმფულა სახლი პატარა ზომის ძაღლებისთვის.
4 უცნაური სახლები ძაღლებისთვის
5. …და სპეციალური ჰამაკი-სახლი ტერიერებისთვის
5 უცნაური სახლები ძაღლებისთვის
6. ეს არის დიზაინი, რომლისთვის ფორმის მიცემა თავად შეგიძლია. რამდენად კომფორტულია თავად განსაზღვრე :)
6 უცნაური სახლები ძაღლებისთვის
7. ამ მოძრავი სახლის შემქმნელი Hara-ს აზრით, მთავარია კომფორტი, მოხერხებულობა და მცირედი სილამაზე.
7 უცნაური სახლები ძაღლებისთვის
8. ეს კონცეფცია უდაუდ ამ სიის ლიდერია
8 უცნაური სახლები ძაღლებისთვის
9. მუყაოს პავილიონი პატარა ზომის ძაღლებისთვის. კომფორტული ნაკლებად, თუმცა გასართობი ნამდვილად არის.
91 უცნაური სახლები ძაღლებისთვის
10. საფეხურებიანი, სამ განზომილებიანი ტუნელი პუდელებისთვის
10 უცნაური სახლები ძაღლებისთვის
შენ თუ შეიძენდი რომელიმეს შენი ძაღლისთვის? გაგვიზიარე შენი აზრი კომენტარებში :)







ძაღლისთვის საშიში 5 ტიპის საკვები

ალკოჰოლი

ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცხოველის სხეულის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, ნევროლოგიური დარღვევები, დაბალი წნევა. ეს არ ეხება მხოლოდ მზა სახით მიღებას, კატეგორიულად აკრძალულია ისეთი საკვების მიღება, რომელიც მცირე რაოდენობითაც კი შეიცავს ალკოჰოლს (მაგალითად ნამცხვარი).


ქიშმიში


ქიშმიში ერთ-ერთი ყველაზე საშიში საკვებია, რაც შეიძლება ძაღლმა მიიღოს. მცირე რაოდენობით ქიშმიშმაც კი შესაძლოა მოკლას ძაღლი. კვლევებით ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუ რატომ არის ასეთი სახიფათი ძაღლისთვის ქიშმიშის მირთმევა, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა მაქსიმალურად აარიდოთ ძაღლს ქიშმიში, ხოლო თუ მაინც გახდა მისთვის ხელმისაწვდომი, აუცილებლად მალევე წაიყვანე ვეტერინართან.


კოფეინი

კოფეინი ნებისმიერი ფორმით სასიკვდილოა ძაღლისთვის. ისევე, როგორც ადამიანის ასევე ცხოველის ორგანიზმში კოფეინი მის სტიმულირებას იწვევს. ააქტიურებს ნერვულ სისტემებს, რაც შეიძლება ინფაქტის მიზეზი გახდეს ცხოველში. გაითვალისწინე, რომ კოფეინს შეიცავს არა მხოლოდ ყავა, არამედ ჩაიც და სხვა სასმელებიც.

ხახვი

 ხანგრძლივად და დიდი ულუფებით ხახვის მიღებამ ცხოველში შესაძლოა ანემია გამოიწვიოს. შესაძლოა ეს არც ისე სერიოზულად ჟღერს, თუმცა ანეემით დაავადებულ უჯრედებს არ შეუძლია ჟანგბადის გადატანა ორგანიზმში, სწორედ ამიტომ ძალიან საშიშია მისი მიღება განსაკუთრებულად აქტიური ცხოველებისთვის. თუ შენი ძაღლი ხშირად მიირთმევს ხახვს, აჩვენე ვეტერინარს, შესაძლოა მას სპეციალური კვება სჭირდება.


შოკოლადი

მცირე რაოდენობით შოკოლადმაც კი შეიძლება გამოიწვიოს ავადმყოფობა. დიარეა, პულსის აჩქარება, ჰიპერაქტიულობა, ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ შენი ძაღლი შოკოლადს მიირთმევს. სიმპტომები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის შოკოლადს მიირთმევს. თეთრი შოკოლადი შედარებით ნაკლებად საშიშია, ვიდრე შავი, თუმცა ძირითადი სხვაობა მასში შემავალ ტოქსინებშია.

წყარო --> http://zoonews.ge





3.22.2015

                                  გვჭირდება ადმინი! გვჭირდება                                       ადმინი! გვჭირდება ადმინი! გვჭირდება                                  ადმინი! გვჭირდება ადმინი! გვჭირდება                                  ადმინი! გვჭირდება ადმინი! გვჭირდება                                  ადმინი! გვჭირდება ადმინი! გვჭირდება                                  ადმინი! გვჭირდება ადმინი! გვჭირდება                                  ადმინი! ვჭირდება ადმინი!
                          მსურველებმა მომწერეთ პირადში!!!

1.08.2015

6) იყიდება ლაბლადორის სუფთა სისხლის ლეკვები თავისი პასპორტიტ ტელ.555 19 84 20



5) ვყიდი უმაღლესი ხარისხის ლაბრადორ რეტრივერის ინტერ ჩემპიონების შთამომავლების ლეკვებს ყველა საჭირო საბუთით.მშობლები რათქმაუნდა არიან (FCG) წევრები, რომელთაც გამოფენაზე უმაღლესი შეფასებები აქვთ მინიჭებული. დარჩენილია 4 ლეკვი 595 15 42 25 , 551 80 88 00




4) იყიდება 1 თვის სუფთა სისხლის ლაბრადორ რეტრივერის ლეკვები. ლეკვები არიან ჭიაზე დამუშავებულნი. ფასი: 300 ლარი (ძუ), 400 (ხვადი). ტელ: 599 11 22 95. ნათია.
კონტაქტი : 599112295, 2903400

2) ლაბრადორი
იყიდება 3 თვის ლაბრადორის ლეკვი, მამალი, ჩალისფერი, დედ-მამა საბუთებით
კონტაქტი : 555161383


3) ლაბრადორ რეტრივესი საგამოფენო დონის ლეკვები საბუთებით
იჩქარეთ! გაუკეთეთ თქვენს შვილებს შესანიშნავი საჩუქარი ახალ წელს! აჩუქეთ მათ ლაბრადორის უსაყვარლესი ლეკვები!
კონტაქტი : 595203023, 595 20 30 23

უსურათო
გამარჯობათ! ^_^ მე მივიღე შეტყობინება ნელისგან. მას სურს რომ დავეხმარო ლაბრადორის ლეკვების მოძებნაში! ამიტომ მე ბევრი რამ მოვიძიე მისთვისაც და თქვენთვისაც! იმედია ძალას არ დაიშურებთ და ყველას უამბობთ ჩვენს შესახებ! გმადლობთ წინასწარ ^_^  <3 

1) იყიდება სუფთა ჯიშის ლაბრადორი 100 ლარად
იყიდება ლაბრადორი 6 თვის, არის ძალიან თბილი და ლამაზი, დედალია, გაკეთებული აქვს აცრები და არის სრულიად ჯანმრთელი, იყიდება სასწრაფოდ ოჯახური პრობლემების გამო. დამიკავშირდით 597501363 ანი