8.07.2014

ორსულობის პერიოდი

ორსულობის პერიოდში,ისევე როგორც ყველა სულიერს, ძაღლსაც განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება ჭირდება, დიდი ტანის ძაღლები მეტ ყურადღებას საჭირერბენ, ვიდრე პატარა ტანის ძაღლები. როგორც წესი, ძაღლებში ორსულობის პერიოდი 60-64 დღე გრძელდება. სასურველია, დაწყვილებამდე ძაღლი წონაში არ იყოს მომატებული. ორსულობის დროს ის ხშირად უნდა ასეირნოთ, სირბილი
ხტომა და ზედმეტი დატვირთვა რეკომენდებული არაა. მუცელი როგორც წესი 1 თვიდან ეტყობათ, თუ ლეკვების რაოდენობა ბევრია, მაშინ შესაძლოა ადრეულ ასაკშიც შეამჩნიოთ. ორსულობის პერიოდში თითქმის ყველა ძაღლი აგრესიული ხდება, მშობიარობის შემდეგ ძაღლი თავის ლეკვვებს იცავს უცხო ადამიანებისგან, ამ პერიოდში სასურველია თუ ოჯახის წევრ ბავშვებსაც მოვარიდებთ ძაღლს, რათა მათ ძაღლის გაღიზიანება არ გამოიწვიონ. მშობიარობა დიდი სტრესია. ყოფილა შემთხვევები, როცა დედას თავისი ლეკვები დაუხოცავს, ან ძუძუსთან არ მიუკარებია. მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია.მნიშვლენოვანია ორსულობის პერიოდში ძაღლის კვებაც. კარგი იქნება, თუ ძაღლს ორსულობის პერიოდში ან ლეკვების საჭმელზე, ან სპეციალურ კვებაზე გადაიყვანთ. ორსულობის დროს კომპექსური ვიტამინების დამატებაც კარგია, ოღონდ არა ინექციის სახით. ორსულობის პერიოდში თავი უნდა შევიკაოთ ვაქცინაციისგან. ძაღლის მშობიარობაზე განსაკუთრებით თუ პირველი მშობიარობაა სასურველია ვეტერინარის დასწრება. მშობიარობის დროს ხდება ხან ლეკვის გაჭედვა, ხან ჭიპლარის გადაჭრის პრობლემა წამოიჭრება, ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის როგორც დედის ასევე ლეკვების სიცოცხლესაც. აქედან გამომდინარე აუცილებელა პროფესიონალის დახმარება. აღსანიშნავია ძაღლებში ცრუ ორსულობის ფაქტები, რომლებიც ძირითადად დეკორატიულ ძაღლებს ემართებათ.
ინფორმაცია მოძიებულია აქ -->   http://tobedogs.com/

No comments: